|
2018-04-09 11:21:30, 1425 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა ხსენების დღეს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოებზე იმყოფებოდა. ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ 2008 და 1990-იან წლებში დაღუპული ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად, მუხათგვერდიდან თავდაცვის მინისტრმა და უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ გადაინაცვლეს და ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს. “პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ყოველდღიურად, საკუთარი თავგანწირვის მაგალითით, გვაძლიერებენ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობისთვის ჩვენს ქვეყანაში”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)