|
2018-04-10 10:33:45, 1370 ნახვა
საზოგადოება
სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, პეტრიწის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვალა
დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე, დიდი დიღმისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვალა. მერიის ინფორმაციიით, პირველ ეტაპზე, პეტრიწის ქუჩაზე გათვალისწინებულია მოძრაობის შეზღუდვა მხოლოდ ფარნავაზ მეფის გამზირიდან პეტრე იბერის ქუჩის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, N14, 15, 21 და 54 ავტობუსები, ასევე, N42, 60, 73, 78, 109, 192 და N193 მიკროავტობუსები ფარნავაზ მეფის გამზირს ბოლომდე გაივლიან, შეუხვევენ დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე და მოძრაობას იბერის ქუჩაზე განაგრძობენ. ხოლო უკუმიმართულებით, ისინი ჩვეული მარშრუტით - პეტრიწის ქუჩის გავლით გადაადგილდებიან. „რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, პეტრიწის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება იბერის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირის მიმართულებით. შესაბამისად, ზემოთჩამოთვლილი მარშრუტები ფარნავაზის გამზირზე, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით მოხვდებიან. ხოლო, პატარა დიღმიდან დედაქალაქის ცენტრისკენ მოძრავი N84 ავტობუსი დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩაზე იბერის ქუჩის გავლით მოხვდება. დროებითი მარშრუტების დადგენასთან ერთად ფარნავაზ მეფის გამზირსა და იბერის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გათვალისწინებული იქნება დამატებითი გაჩერებების მოწყობაც. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)