|
2018-04-07 16:18:27, 2142 ნახვა
პოლიტიკა
სლოვანია საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება
სლოვენია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სამშვიდობო ინიციატივას დადებითად აფასებს, - ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „სლოვენია მიესალმება საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ კონფლიქტი დიალოგითა და მშვიდობიანი გზით გადაიჭრას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე საქართველოს მთავრობის ინიციატივა დადებითად აშშ-მ, ევროკავშირმა, გერმანიამ, თურქეთმა და პოლონეთმა შეაფასეს. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)