13:44 - 22 Jul, 2026
|
2018-04-07 12:43:23, 2119 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: სანამ ევროპაში ვარ, თავს ლექციების წაკითხვით ვირჩენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიდერლანდებში ლექციებს წაიკითხავს, - ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ის აცხადებს, ნიდერლანდების სპიკერთა აკადემიის კოლექტივით კმაყოფილია. "ნიდერლანდების სპიკერთა აკადემიას თანამშრომლობის შესახებ შევუთანხმდი. სანამ ევროპაში ვარ, თავს ლექციების წაკითხვით ვირჩენ. აკადემიაში ძალიან კარგი კოლექტივია, გამაოცეს ჩვენი რეგიონის სპეციფიკის კარგი ცოდნითა და სწორი ფასეულობებით. იმედი მაქვს, რომ დიდი ხანი ლექციების კითხვა არ მომიწევს, ხოლო გამოცდილებას არა ლექციებისთვის, არამედ ოლიგარქების ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის და რეალური რეფორმებისთვის გამოვიყენებ", - წერს მიხეილ სააკავილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)