|
2018-04-07 11:54:45, 2074 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება
თურქეთი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ მივესალმებით სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა. თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს“, -წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)