|
2018-04-05 14:50:17, 1658 ნახვა
საზოგადოება
მინდელის შახტაში დაშავებული ერთ-ერთი მაღაროელი მომხდარის დეტალებს იხსენებს
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დაშავებული ერთ-ერთი მაღაროელი, მურმან აშოთია, ტრაგედიის დეტალებს იხსენებს. „მე ვიყავი უბნის შესასვლელში, ვიჯექი კონვეიერზე, ნახშირს ვუშვებდით. სახეში მომხვდა ჰაერის წნევა, ძლიერი. გავიხედე საიდანაც მოდიოდა წნევა, მხედველობა აღარ იყო იქით. უცებ, წამებში შემოვტრიალდი, ჰაერის ტალღა რომ მომხვდა მიმახეთქა კიბეზე, ასასვლელზე. გონება არ დამიკარგავს და ვეცადე ძირს ჩავსულიყავი და რომ დავაპირე ჩასვლა ჰაერმა ჩამაგდო შიგნით, მე მარტო ვიყავი იმ ადგილზე. ძირს ბიჭი მეგულებოდა ერთი. მემგონი სადაც ნახშირი გამოდის იმისი ჭერი ჩამოვარდა, დიდი სივრცე ჰქონდა და იმან გამოიწვია ჰაერის ზლიერი წნევა", - განაცხადა დაზარალებულემა „ქრონიკის“ ეთერში. წინასწარი ინფორმაციით, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა," (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი. დაშავებული სამი ადამიანი კი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)