|
2018-04-05 13:12:25, 1484 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე, საექსკავაციო სამუშაოები და სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. „სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის ორეტაპიანი, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი ეტაპი სათადარიგო გზის მოწესრიგებაა. მეორე ეტაპი კი, უკვე ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნება. ამასთან, უკვე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი გზაგამყოფის მოწესრიგებაზე, რომლის შედეგადაც, განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათებები დამონტაჟდება. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზაა და გარდა იმისა, რომ აეროპორტის მიმართულებით მიდის, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს, კახეთის რეგიონს აკავშირებს. ექვსი თვის განმავლობაში, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტით 7.3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, რაც ახალი ბორდიურის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს. ამასთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე, ოთხ მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლა მოხდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ექვს თვეში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)