|
2018-04-04 15:28:42, 1182 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივი პროცედურით, საბუთებში რეალური დაბადების ადგილი მიუთითონ
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივი პროცედურით, საბუთებში რეალური დაბადების ადგილი მიუთითონ. აღნიშნულს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს. კერძოდ, თეა წულუკიანის განმარტებით, 1971-დან 1996 წლამდე დაბადებულ პირებს, დაბადების ადგილის მითითებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ექმნებათ. მინისტრის თქმით, ამ პერიოდში არსებული რეგულაციის თანახმად, მშობლებს შეეძლოთ დაბადების ადგილი სურვილის მიხედვით მიეთითებინათ. საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, პირებს შესაძლებლობა ექნებათ, დოკუმენტაციებში რეალური დაბადების ადგილი მიუთითონ: „მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მივიღეთ ცვლილება იმ პირებისთვის, ვინც დაბადებულია 1971-დან 1996 წლამდე, როდესაც მოქმედებდა რეგულაცია - მშობლების გადაწყვეტილება იყო თავისუფალი, მიუთითებდა შვილის დაბადების ადგილად რეალური დაბადების ადგილს, თუ მშობლების ფაქტობრივ საცხოვრებელს, როგორც დაბადების ადგილს. ხშირად ჩვენ პრაქტიკაში შეგვქმნია პრობლემა, როდესაც მოდიან პირები და სხვადასხვა დოკუმენტაციაში ამის გამო აქვთ 2 სხვადასხვა დაბადების ადგილი. იმ ცვლილებით, რაც მთავრობამ გაიზიარა, ასეთ პირებს შეიძლება სიმშვიდის საფუძველი ჰქონდეთ, რადგან ისინი საბუთებს უფრო მარტივად გაასწორებენ და თუ მათი სურვილია რეალური დაბადების ადგილი ფიგურირებდეს დოკუმენტებში, ამის შესაძლებლობა იქნება და ისინი არ გააგრძელებენ ცხოვრებას იმ დაბადების ადგილით, რომელიც მათი რეალური დაბადების ადგილი არ არის და არის მათი დაბადების მომენტში მათი მშობლების მისამართი რეალურად“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)