|
2018-04-04 14:43:08, 1524 ნახვა
საზოგადოება
უცხოეთში გარდაცვლილი პირების აღრიცხვა და საარჩევნო სიიდან ამოღება, მათი გადმოსვენებისთანავე მოხდება
იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა, რომელიც მინისტრის განმარტებით, საარჩევნო სიების ბაზების სანდოობასა და დახვეწას შეუწყობს ხელს. თეა წულუკიანის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება, უცხოეთიდან გადმოსვენების დროს გარდაცვლილი პირების შესახებ ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდოს შესაბამის სამსახურს და მოხდეს მათი საარჩევნო სიიდან მოხსნა. მინისტრის თქმით, აღნისნული საარჩევნო სიას კიდევ უფრო სანდოს გახდის: „ ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო სიების დახვეწის პროექტს, რადგან საქართველოში თითქმის ყოველ წელს არის არჩევნები, საარჩევნო სიების ბაზების დახვეწა ცოცხალი პროცესია, უნდა აღირიცხონ გარდაცვალებულნი, ისინი, ვინც 18 წლის ხდება და პირველად აძლევს არჩევნებში ხმას, ასევე საცხოვრებელი მისამართი და რეგისტრაციის მისამართი არის უმნიშვნელოვანესი რეკვიზიტი. შევთავაზეთ საქართველოს მთავრობას, რომ გაჩნდეს კანონში რამდენიმე მნიშვნელოვანი საფუძველი იმისათვის, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩვნებისთვის ჩვენი საარჩევნო სია იყოს კიდევ უფრო სანდო და დახვეწილ მონაცემებზე დაფუძნებული. კერძოდ ჩვენ 5 წლის მანძილზე რამდენიმე ასეული ადამიანი, როგორც გარდაცვლილი, აღმოვაჩინეთ საარჩევნო სიაში და ისინი ამოვრიცხეთ საარჩევნო სიიდან, ასეთი იყო დაახლოებით 8600 პირი. დღეს დავამტკიცეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის საფუძველზეც სამოქალაქო რეესტრს, სერვისების განვითარების სააგენტოს შესაძლებლობა ექნება, გადმოსვენების დროს ასეთი პირები და მათ შესახებ ინფორმაცია მოგვეწოდოს ავტომატურ რეჟიმში და აღირიცხონ, როგორც გარდაცვლილები და მოიხსნან საარჩევნო სიიდან. ჩვენ ამის აღმოჩენა გვიწევდა 5 წლის მანძილზე კარდაკარ ვიზიტების წესით”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)