00:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 09:39:15, 543 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რიგაში იმყოფება

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რიგაში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი 21-22 მაისს მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში, ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებებს, რომლებიც დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება.

რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ვიზიტის პირველი შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში უმასპინძლებს.

დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრები, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფენთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელთან, ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ზორან მილანოვიჩთან, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მირო ცერართან, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან და საბერძნეთის პრემიერ-მინისრტ ალექსის ციფრასთან.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპის სოციალისტური პარტიის ფორუმზე.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი იმყოფებიან, რიგას 22 მაისს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics