|
2018-04-03 16:07:21, 1367 ნახვა
საზოგადოება
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ეროვნულ სკრინინგ ცენტრს საჩუქრად ახალი მამოგრაფი გადასცა
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ეროვნულ სკრინინგ ცენტრს ეწვივნენ და ცენტრისთვის საჩუქრად გადაცემული თანამედროვე ციფრული მამოგრაფის მუშაობას გაეცნენ. Siemens-ის ფირმის ახალი მამოგრაფი ეროვნულ სკრინინგ ცენტრს საჩუქრად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ( IAEA) გადასცა. ტექნიკის გადმოცემასთან ერთად, სააგენტომ Siemens-ის სპეციალისტების დახმარებით უზრუნველყო ეროვნულ სკრინინგ ცენტრში რადიოლოგებისა და მამოგრაფერების გადამზადება. ეროვნული სკრინინგ ცენტრი თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებელია. პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის გამოკვლევები სრულად ფინანსდება. უფასო გამოკვლევები მოიცავს:
ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის ეთერ კიღურაძის განცხადებით, ძუძუს კიბოს სკრინინგის ფარგლებში ტარდება მამოგრაფიული გამოკვლევა ორ პროექციაში (ორი რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით), მამოლოგის მიერ გასინჯვა, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა. „თბილისის მერია რამდენიმე წელია ახორციელებს ნაადრევ ეტაპზე დაავადებათა კონტროლს და ყველა ადამიანს, ვინც თბილისშია რეგისტრირებული, უფასოდ შეუძლია ჩაიტარონ გამოკვლევები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების ნაადრევ ეტაპზე გამოვლენა მისი დამარცხების წინაპირობაა“, - აღნიშნა სოფო ხუნწარიამ.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)