|
2018-04-03 09:59:44, 2476 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მატარებლის დამატებით რეისებს დანიშნავს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, საქართველოს რკინიგზა მატარებლის დამატებით რეისებს ნიშნავს. 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს (#808/807) 4 ვაგონიანი, ორ სართულიანი შტადლერის ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი განრიგით იმოძრავებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:30 გავა, ბათუმში ჩავა 15:30-ზე. ბათუმიდან კი გამოვა 17:10-ზე და თბილისში ჩამოვა 22:03-ზე. დამატებითი რეისი ინიშნება თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებაზე. კერძოდ, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი (#878) თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 8:50-ზე გავა, სენაკში ჩავა 13:08-ზე. სენაკიდან კი (#877) გამოვა 19:45-ზე და თბილისში ჩამოვა 23:59-ზე. მატარებლის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის სალაროებში, სწრაფი გადახდის აპარატებში, რკინიგზის ვებ-გვერდზე და სპეციალურად სმარტფონებისთვის შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით. (Georgian Railway Tickets) საქართველოს რკინიგზა სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!
(R)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)