|
2018-04-02 15:17:01, 1512 ნახვა
საზოგადოება
იოსებიძის ნაწილზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება
ქუთათელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებისთანავე, ხვალ, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩის ქუთათელი-კალანდაძის მონაკვეთზე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება. შესაბამისად, ხვალიდან ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან შევლენ, საიდანაც მოძრაობას იოსებიძეზე განაგრძობენ, ხოლო კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე ისინი გადაადგილებას შეძლებენ მარცხნივ - პეკინის გამზირისკენ ან პირდაპირ - კვლავ იოსებიძის ქუჩაზე. გასათვალისწინებელია, რომ კალანდაძის ქუჩიდან იოსებიძის ქუჩაზე მარცხნივ შეხვევა შეიზღუდება. ასევე, ნებადართული არ იქნება ფანჯიკიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე იოსებიძისა და ქუთათელის ქუჩების გავლით მოძრაობაც. თბილისის მერია ავტომფლობელებს ურჩევს, ნუცუბიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე მოსახვედრად, იონა ვაკელის ქუჩის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებით, ასევე, კოსტავას ქუჩით ისარგებლონ. ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩების მონაკვეთზე მოძრაობის მიმართულების შეცვლის მიზანია სატრანსპორტო სქემის დახვეწა. გატარებული ღონისძიების შედეგად იოსებიძის ქუჩა ავტომობილების ნაკადებისგან მნიშვნელოვნად განიტვირთება. კომფორტული და მარტივი გადაადგილების მიზნით თბილისის მოძრაობის სქემების ოპტიმიზაციაზე მუშაობას განაგრძობს.
(NS)
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)