|
2018-04-02 15:07:44, 1891 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარუდგინა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, წლების განმავლობაში, საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშებში სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში თუ სხვა წარმომადგენლობით ორგანოებში ეროვნული უმცირესობების კანდიდატის ყოფნის საჭიროებასთან დაკავშრებით რეკომენდაციას გასცემდა ლომჯარიამ ხაზი გაუსვა ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შეგახსენებთ, რომ 16 მარტს ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივის ბორდის წევრად პარლამენტს ზვიად დევდარიანის კანდიდატურა წარუდგინა. 17 მარტს, გამოცემა „ტაბულამ“ 4 ქალის ნაამბობი გამოაქვეყნა, რომლებიც დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. მანამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)