12:27 - 22 Jul, 2026
|
2018-03-31 16:09:26, 2604 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში თავის ხმამაღალ სიტყვას იტყვის
დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ თავის ხმამაღალ სიტყვას საპრეზიდენტო არჩევნებშიც იტყვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, „ქართული ოცნების“ მცხეთის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი, საპრეზიდენტო არჩევნები. დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” თავის ხმამაღალ სიტყვას ამ არჩევნებშიც იტყვის. რა თქმა უნდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უმნიშვნელოვანესი იქნება იმ წარმატების გასამყარებლად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა და რომელსაც საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)