12:28 - 22 Jul, 2026
|
2018-03-31 15:50:27, 2563 ნახვა
პოლიტიკა
კადიროვი: ჩეჩნეთის ხელისუფლება მზადაა, საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს
ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის, საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს, - ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელ VK-ში დაწერა. როგორც კადიროვმა აღნიშნა, საქართველოში მიმავალი გზა ერთ-ერთია იმ 4 პროექტიდან, რომელთა განხორციელებისთვისაც რესპუბლიკის ხელისუფლება მზადაა. „საუბარია ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე, გროზნოში აეროპორტის აღდგენის მეორე ეტაპის დასრულებაზე და ასევე ჩეჩნეთში საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთის მშენებლობაზე. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, შესაძლოა, საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობაზე განაცხადი გახდეს“, - წერს ჩეჩნეთის მეთაური. ამასთან, ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელის აბუბაქარ ედელგერიევის ინფორმაციით, ეს პროექტი ახლა განხილვის სტადიაშია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)