|
2018-03-31 15:23:08, 1979 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიამ საქართველოს დამოუკიდებლობის თემაზე ღონისძიება გამართა
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს მიეძღვნა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორმა, ივანე პაპიაშვილმა გახსნა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ - ისტორიკოსებმა, მეცნიერებმა, აკადემიის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში: როგორ იბრძოდა ქართველი ერი დამოუკიდებლობის აღსადგენად და როგორ მივიდა ქვეყანა 1991 წლის 31 მარტამდე, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე რეფერენდუმი ჩაატარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის წარმომადგენლებმა სტუმრებს გადასცეს ჟურნალი „ანტისაბჭოთა ორგანიზაციები საქართველოში", სადაც 1921 წლიდან ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაა აღწერილი.
(NS)
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)