|
2018-03-30 19:10:07, 1968 ნახვა
საზოგადოება
TDI და EMC: სომხურ ეკლესიაზე უკანონო სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
TDI და EMC კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უკანონო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. „ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის #38-ში მდებარე სომხურ ისტორიულ ეკლესიაზე, რომელიც სახელმწიფომ 2017 წლის 28 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის გარეშე დაურეგისტრირა საკუთრებაში, დღეს უკანონო ფიზიკური ზემოქმედება მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას და საფრთხეს უქმნის მისი ისტორიული, კონფესიური და არქიტექტურული მახასიათებლების შენარჩუნებას. 2018 წლის 26 მარტს გადაღებული ფოტოები ცხადყოფს, რომ ძეგლის ის მდგომარეობა, რომელიც მისი საპატრიარქოსათვის გადაცემისას იყო, შეცვლილია და იგი არსებითად დაზიანებულია. კერძოდ, ჩამოშლილია ფრონტონი (შენობის ფასადის ნაწილი), მოსწორებულია ეკლესიის კედლები რომელიც ადრე, ბუნებრივი ცვეთის პირობებში, უსწორმასწორო იყო“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)