|
2018-03-30 19:02:37, 2778 ნახვა
საზოგადოება
ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ, ინსპექტირება 3 964-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ვერ გაიარა
ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან დღემდე 15 341 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოწმდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, 3 964-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა, მათგან 25-ს კი, მოძრაობა აეკრძალა. "2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 19 მარტამდე ინსპექტირება გაიარა სულ 15 341 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ (სატვირთო 3,5 ტონის ზემოთ და სამგზავრო 8 ადგილის ზემოთ). აქედან, ვარგისად იქნა ცნობილი 11 352 ავტოსატრანსპორტო საშუალება. ხოლო 3 964 დახარვეზდა და მიეცა ერთთვიანი ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად. 25 ავტოსატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა ავტოსატრანსპორტო საშუალების საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობა. გატარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ავტობუსი იყო 6450 ერთეული. მათგან დახარვეზდა 1688 ასს (მიეცათ ერთთვიანი ვადა). რაც შეეხება მიკროავტობუსებს, სულ ინსპექტირება გაიარა 159 ასს-მ და მათგან დახარვეზდა 90 ასს (მიეცათ ერთთვიანი ვადა). ასევე, სულ ინსპექტირება გაიარა 1635 სატვირთომ, რომელთაგანაც დახარვეზდა 522 ასს. (მიეცათ ერთთვიანი ვადა)", - ნათქვამია ეკონომის სამინისტროს ინფორმაციაში.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)