|
2015-05-20 17:38:24, 465 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი: თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მინისტრის ბრძანება კანონშეუსაბამოა, ვეცდებით ჩვენი პოზიციები სასამართლოში დავიცვათ
„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მინისტრის ბრძანება კანონშეუსაბამოა, ვეცდებით ჩვენი პოზიციები სასამართლოში დავიცვათ“,-ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბრიფინგზე საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემოტანის საკითხის რეგულირების დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ბრძანება კანონის შესაბამისობაშია. „დღეს პარლამენტის კომიტეტში განხილული საკითხის აქტივობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ კომიტეტში მოსმენები საკმაოდ ცხარე ფორმაში წარიმართა და ალბათ არ იყო შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში დაგვეფიქსირებინა ყველა მხარეს ჩვენი მოსაზრებები, გადავწყვიტეთ, ეს ბრიფინგი ჩავატაროთ და საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია არსებულ, პირობითად დაკავშირებულ პრობლემაზე, რომელიც ჩვენი თვალთახედვით პრობლემა არ არის. საქმე ეხება ბძანებას, რომელიც გამოცემული იქნა სამინისტროში რამდენიმე კვირის წინ და ეხებოდა გენმოდიფოცირებული, ცოცხალი ორგანიზმის, ამ შემთხვევაში საუბარია სოიოს მარცვალზე შემოტანას. ამ ბრძანების შინაარსი არის ასეთი, ჩვენი ღრმა რწმენით ის არ ეწინააღმდეგება, პირიქით ზუსტად შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნასთან, რომელიც ამბობს, რომ არ დავთესოთ, არ მოვიყვანოთ ასეთი პროდუქტები, მაგრამ საკვებად მისი გამოყენების ან გადამუშავებისათვის საქართველოში შემოტანა შესაძლებელია. ამას ამბობს ყველა ნორმა, როგორც კანონი, ასევე კანონის დაქვემდებარე აქტი. შესაბამისად, როდესაც ლაპარაკია კანონის უკანონობაზე არსებობს ერთადერთი მარტივი გამოსავლი, რომ ამაზე კი არ ვიკამათოთ და ვიჩხუბოთ, მივმართოთ მაშინ შესაბამის უწყებას, ეს არის სასამართლო. იქ ვეცდებით ჩვენ ჩვენი პოზიციები დავიცვათ, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მინისტრის ბრძანება არის კანონშეუსაბამო. პოზიცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული კიდევ ერთხელ ვიმეორებ კრძალავს მოყვანას, რადგან ასეთი ფორმატი ბუნებში ბიომრავალფეროვნებას უქმნის საფრთხეს, სხვა შემთხვევაში საკვებად გამოყენების ან გადამუშავების დროს ის ითვალისწინებს მარკირებას და მარკირება ნიშნავს იმას, რომ მყიდველმა, მომხმარებელმა უნდა იცოდეს შეიცავს თუ არა პროდუქი რომელსაც, ის მოიხმარს ასეთ კომპონენტებს. ეს ნორმა მოქმედებს, მიღებული დოკუმენტი, მიღებული ბრძანება არის სრულ შესაბამისობაში“,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)