|
2018-03-30 15:01:34, 1745 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი OECD-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ წარმოდგენილი ანგარიშის „ფინანსური რესურსების მობილიზება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ღონისძიებებისათვის საქართველოში“ პრეზენტაციას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ, მისასალმებელ სიტყვაში, მადლობა გადაუხადა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას და გერმანიის მთავრობას ღონისძიების ორგანიზებისთვის. ნინო თანდილაშვილმა კლიმატის ცვლილებების სფეროში დაფინანსების მოზიდვის საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სექტორის მიერ მწვანე ინიციატივების მხარდაჭერის საკითხზე გაამახვილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილებების შესახებ ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავების მნიშვნელობას და დაფინანსების მოზიდვის საკითხებს. გამართულ შეხვედრას საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, კლიმატის ცვლილების საკითხებში ექსპერტები ესწრებოდნენ.
(NS)
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)