|
2018-03-30 11:20:16, 2014 ნახვა
პოლიტიკა
ჰიზერ ნაუერტი დიპლომატის გაძევებაზე: საქართველოს ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ის რუსეთის მეზობელი ქვეყანაა
„განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს გადაწყვეტილება, ისინი შემოგვიერთდნენ და ერთი რუსი ჯაშუში ქვეყნიდან გააძევეს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-მ 60 რუსი დიპლომატის გაძევებით დიდ ბრიტანეთს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. “ ჩვენ მხარდაჭერა დავინახეთ არა მხოლოდ ჩვენს მოკავშირეებს შორის ევროპაში და კანადაში, არამედ მინდა აღვნიშნო რომ საქართველომაც გააძევა ერთი რუსი ჯაშუში. საქართველოს მხრიდან ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ის რუსეთის მეზობელი ქვეყანაა“,- აღნიშნა ნაუერტმა. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მან საქართველო 7 დღის ვადაში დატოვოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)