|
2018-03-30 10:46:16, 1931 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ვარწმუნებ მათ, ვისაც ჩემს გადადგომაზე ტაიმერები აქვთ დაყენებული, ეს ტაიმერი რამდენიმე წელი არ დარეკავს
მინდა დავარწუნო ის ადამიანები, რომელთაც დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ძალიან მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა, იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ. მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი ზურაბ ალავიძემ დატოვა და მის ადგილს მაია ცქიტიშვილი იკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)