|
2018-03-30 09:59:14, 2709 ნახვა
პოლიტიკა
ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. „მაია გახლდათ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი 2012-წლიდან დღემდე. ძალიან წარმატებული უფორსი. ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ის მოცულობა საქმის, რომელსაც მაია ძალიან წარმატებით უძღვებოდა, რთული შესავსები იქნება ამ პოზიციაზე ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც ასეთივე წარმატებით გაუძღვება ასეთ მნიშვნელოვან საქმეს. მაგრამ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანმდებობდა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მე მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა პრემიერმა. ცქიტიშვილმა აღნიშნულ პოსტზე ზურაბ ალავიძე შეცვალა. როგორ პრემიერმა აღნიშნა, ალავიძემ გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)