|
2018-03-30 09:57:04, 1794 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ალავიძემ თანამდებობა დატოვა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამარტაულ ბრიფინგზე განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, ალავიძემ გადადგომის თხოვნით, მას თავად მიმართა. „წელიწადნახევრის წინ როდესაც ზურაბ ალავიძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციაში, სტრატეგიული პროექტების მართვის უფროსად, რომელსაც ევალებოდა რეგიონული პროექტები. მახსოვს, კარგა ხანი დამჭირდა. მისი საჯარო სამსახურში წამოსვლაზე დაყოლიებისთვის და მაშინვე ამბობდა ის, რომ საკუთარ თავს გრძელვადიან პერსპექტივაში, საჯარო სექტორში ვერ ხედავდა. გამომდინარე იქიდან, მე მას ოცი წელია ვიცნობ და ის ყოველთვის იყო კერძო სექტორში. რამდენიმე დღის წინ მან მომმართა თხოვნით, კერძო სექტორში დაბრუნების თაობაზე. მე ასევე დამჭირდა რამდენიმე დღე, რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე. თუმცა, უარის თქმა უკვე ვეღარ შევძელი და ამიტომ, მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება“,- აღნიშნა პრემიერმა. კვირიკაშვილმა ალავიძეს, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეგახსენებთ, ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)