|
2018-03-29 15:39:27, 1694 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის დაფინანსებით ჟესტური ენის სწავლების პროექტი მიმდინარეობს
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი საქართველოს ყრუთა კავშირის „ჟესტური ენის სწავლების პროექტის“ მიმდინარეობას გაეცნო. თბილისის მერია “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჟესტური ენის სწავლების პროექტს ყოველწლიურად 23 000 ლარით აფინანსებს. „ბოლო პერიოდში ჟესტური ენის სპეციალისტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია და აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყრუთა კავშირი წელიწადში 18 სურდო თარჯიმანს ამზადებს. უპირატესობა ენიჭებათ პირებს, რომელთაც ყავთ ყრუ ან სმენადაქვეითებული ნათესავი ან მეგობარი, ასევე, ექიმებს, ფსიქოლოგებს, გიდებს, სტუდენტებს და სოციალურ მუშაკებს. ერთი მსურველი წელიწადში მომზადების სამ დონეს გადის და საჭიროების შემთხვევაში, სერტიფიკატს იღებს.
(NS)
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)