|
2018-03-29 13:30:40, 1712 ნახვა
პოლიტიკა
ბორის ჯონსონმა „სკრიპალის საქმე“ დოსტოევსკის რომანს შეადარა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის საქმე რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის რომანს „დანაშაულს და სასჯელს“ შეადარა. "ეს ყველაფერი "დანაშაულისა და სასჯელის" დასაწყისს ჰგავს. ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ დამნაშავე ვინ არის, საკითხავი მხოლოდ ისაა, აღიარებს ის, თუ დაიჭერენ", - განაცხადა ჯონსონმა. მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც სკრიპალის საქმის გამო, დიდი ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს და რუსი დიპლომატები გააძევეს. სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან აძევებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)