08:28 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 12:02:30, 1702 ნახვა

კომენტარი
ივა ჭყონია: ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა ბიზნესის ჩართულობაზე ნამდვილად კარგი წამოწყებაა

ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა, გაზარდოს ბიზნეს სექტორის და სხვადასხვა სექტორული ასოციაციების ჩართულობა იმ საკითხების განხილვის პროცესში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეეხება, ნამდვილად კარგი წამოწყებაა, - განაცხადა საქართველოს დიტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე. 

ივა ჭყონიას განცხადებით, საბჭოს სხდომებზე ბიზნეს გაერთიანებებს აქვთ შესაძლებლობა, ეკონომიკის სამინისტროს ყველა საჭირბოროტო საკითხზე მიაწოდონ ინფორმაცია და მათგან დეტალური პასუხები დროულად და ამომწურავად მიიღონ.

„აღნიშნული ურთიერთობა არაერთი ბიზნეს სექტორის განვითარებაზე დადებითად აისახება“, - განაცხადა დიტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა. 

სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი შეხვედრა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და  GIZ-ის მხარდაჭერით იმართება. შეხვედრაზე გაიმართება დისკუსია თემაზე „კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები.“  შეხვედრის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრეზენტაციები თემებზე:  უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა, ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის ქვესაბჭოს მიზნები/ამოცანები, ინფორმაცია SME POLICY INDEX-თან მიმართებით OECD-სა და „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ სამომავლო  თანამშრომლობის თაობაზე.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics