|
2018-03-28 20:44:59, 1751 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი ჟენევის დისკუსიების ფორმატის რეფორმირებას არ გამორიცხავს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჟენევის დისკუსიების ფორმატის რეფორმირებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ჟენევის დისკუსიების 43-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განუცხადა. „აქ სავარაუდოდ ივნისში შევხვდებით და შესაძლოა, ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ განვახორციელოთ ჟენევის დისკუსიების მუშაობის რეფორმირება, რათა შევწყვიტოთ რაღაც ტექსტების განხილვა. შესაძლოა, ვისაუბროთ რამე კონკრეტულ პროექტებზე, ურთიერთობების გეგმებზე საზოგადოებრივი ორგანიზაციებს, მოსახლეობას შორის. მოკლედ, ამ ორი თვის განმავლობაში უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა კარასინმა რაც შეეხება ჟენევის დისკუსიებში ჩართვასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოსაზრებას, კარასინმა აღნიშნა, რომ ამაზე რუსულ მხარეს ჯერ არ უფიქრია. „ჩვენ ამაზე ჯერ არ გვიფიქრია. ვფიქრობთ, იქნებ ჟენევის დისკუსიების რეფორმაზე დავფიქრდეთ, რადგან ძალიან ბევრს ვერ ვაღწევთ აქ. კარგია, რომ ადამიანები ჩამოდიან და ურთიერთობენ, ეს უკვე არის სტაბილურობის ფაქტორი“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)