|
2018-03-28 11:20:27, 1283 ნახვა
საზოგადოება
სამტრედიაში კადეტების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. სამეგრელოს რეგიონის შემდეგ, ლიცეუმის ხელმძღვანელები და კადეტები იმერეთში, ქალაქ სამტრედიის N 11 სკოლას ესტუმრნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს ლიცეუმის ისტორიის, ამოცანის, მიღების პირობების, ასევე, სასწავლო პროცესისა და დღის განრიგის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სასწავლო დარგში ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ, მაია გაბუნიამ მოსწავლეებსა და პედაგოგებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამომავლო გეგმებისა და სიახლეების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამტრედიის N 11 სკოლის მოსწავლეები კადეტთა სამხედრო ლიცეუმში არსებული სწავლისა და ცხოვრების პირობებით დაინტერესდნენ და ზოგიერთმა მათგანმა მე-9 კლასის დასრულების შემდეგ, სწავლის ლიცეუმში გაგრძელების სურვილიც გამოთქვა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ლიცეუმის წარმომადგენლები პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოსა და ცაგერის რაიონში უკვე იმყოფებოდნენ. იმერეთის შემდეგ საინფორმაციო სახის შეხვედრებს აჭარის, ქართლისა და კახეთის რეგიონების საჯარო სკოლებში გეგმავენ.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)