05:10 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 11:07:56, 1600 ნახვა

სამართალი
გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კარლეს პუჩდემონის საჩივარი მიიღო

გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის საჩივარი მიიღო.

პუჩდემონმა, საჩივარი მარტის დასაწყისში შეიტანა.  ის ესპანეთის ხელისუფლებას, მისი პოლიტიკური უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

პუჩდემონი, გენერალიტეტის მეთაურის არჩევნებში  მისი კანდიდატურის დაბლოკვას, საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს. მისი თქმით,  დარღვეულია მისი სხვა პოლიტიკოსებთან და პარტიებთან, საერთო მიზნის, კატალონიის დამოუკიდებლობის მისაღწევად გაერთიანების უფლებაც.

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების მიხედვით, კანდიდატი კენჭისყრას პირადად უნდა ესწრებოდეს, პუჩდემონი კი ბოლო თვეების განმავლობაში ბელგიაში იმყოფებოდა.

გაერო-ს კომიტეტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ესპანეთს არგუმენტების წარსადგენად 6 თვიანი ვადა აქვს.

შეგახსენებთ, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 23 მარტს საზღვარგარეთ მყოფი 6 პოლიტიკოსის დაკავების საერთაშორისო ორდერი გამოსცა.  25 მარტს გერმანელმა სამართალდამცველებმა კარლეს პუჩდემონი დანიის საზღვართან  დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics