|
2018-03-27 19:40:42, 1626 ნახვა
საზოგადოება
კომისიამ „რუსთავი 2“ წერილობით გააფრთხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" წერილობით გააფრთხილა. ამის შესახებ კომისიის განცხადებაშია აღნიშნული: „საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადების საფუძველზე, კომისიამ მონიტორინგი ჩაატარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-მა გადაცემაში „P.S." საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა „მოამბეს" მიერ მომზადებული კადრები გამოიყენა. გადაცემა ეხებოდა ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს, რომელმაც იაპონიაში იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო. გადაცემაში გამოყენებული იყო სპორტსმენის ჩართვა სკაიპით. სწორედ აღნიშნული მონაკვეთი იყო ნაჩვენები „რუსთავი 2"-ის ეთერში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო წაშლილი ჰქონდა. „რუსთავი 2"-ის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვისას, 15 მარის სხდომაზე კომისიამ მხარეებს მორიგება შესთავაზა და მაუწყებლებს ათდღიანი ვადა მისცა. გამომდინარე იქიდან, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, კომისიამ მსჯელობის შედეგად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)