07:02 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 12:49:32, 1873 ნახვა

კომენტარი
კალაძე ხაბეიშვილს: ქალაქის ბიუჯეტით წავედი მილანში, ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, მერე თმები შევიჭერი

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს უპასუხა, რომლის თანახმადაც მერმა ქალაქის ბიუჯეტიდან  თანხები მილანში ყოფნის დროს არამიზნობრივად დახარჯა.

"სასაცილოა ამაზე ლაპარაკი. კალაძეს იტალიაში კი არა, საერთოდ.... არ მინდა ამაზე ლაპარაკი. თმები შევიჭერი მილანში. ეს არის ჩემი პასუხი ხაბეიშვილის განცხადებაზე. ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ქალაქის ბიუჯეტიდან დავხარჯე თანხები, იქ კიდევ ვიღაცეები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. მერე თმები შევიჭერი, არ ვიცი მოგწონთ თქვენ თუ არა. ესეც ქალაქის ბიუჯეტით გავაკეთე", - განაცხდა კალაძემ.

კითხვაზე - რა ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ქალაქის ბიუჯეტის თანხებით, კალაძემ განაცხადა:

"არაფერი, ისე უბრალოდ წავედი გასართობად ქალაქის ბიუჯეტით. მერე ღამის კლუბშიც წავედი. კიდევ გავიხსენებ და წერილობით მოგაწვდით“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. როგორც პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან და საერთშორისო ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტთან ერთად, ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში იმყოფებოდა, რაც ბიუჯეტს 14 500 დოლარი დაუჯდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics