|
2018-03-26 21:12:51, 1568 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: მაყურებელს რეზოლუციაზე მცდარი და არასრულფასოვანი ინფორმაცია მიეწოდა, მოვუწოდებ რუსთავი 2-ს, გამოასწოროს ეს შეცდომა
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია რუსთავი 2-ის გადაცემა P.S.-ში, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით გასული სიუჟეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ბოკერია მიიჩნევს, რომ მაყურებელს ჟურნალისტისგან ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტზე, მცდარი და არასრულფასოვანი ინფორმაცია მიეწოდა. ბოკერია რუსთავი 2-ს მოუწოდებს, „გამოასწოროს ეს შეცდომა და მისცეს საშუალება, მომავალ კვირას, იმავე გადაცემის ეთერში მიაწოდონ მაყურებელს რეზოლუციის შინაარსის შესახებ ზუსტი ინფორმაცია: „25 მარტს, გადაცემა PS-ში გავიდა სიუჟეტი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის, პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუციის და მის გარშემო გამართული კამათის შესახებ. მოგეხსენებათ, ამ დოკუმენტმა მწვავე დისკუსია გამოიწვია დოკუმენტის ავტორს - ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, რომელმაც რეზოლუციის მიღებას მხარი არ დაუჭირა. ბუნებრივია, ჟურნალისტს აქვს სრული თავისუფლება ჰქონდეს ისეთი პოზიცია რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე დისკუსიის ერთ-ერთი მხარის (ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის), პოზიციასთან ახლოსაა ან მთლიანად ემთხვევა მას, მაგრამ არსებობს პროფესიული სტანდარტი და ეთიკა, რაც ჟურნალისტს ავალდებულებს საკუთარი პოზიცია ფაქტებისგან გამიჯნოს, ხოლო ფაქტები და მხარეთა არგუმენტები სრულფასოვნად წარმოაჩინოს. სამწუხაროდ, ამ სიუჟეტის ავტორი ასე არ მოქცეულა. ამასთან, მივმართავ რუსთავი 2-ის შიდა რეგულირების საბჭოსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომელთანაც რუსთავი 2 თანამშრომლობს, იმსჯელოს თუ რამდენად შეესაბამებოდა ავტორის საქციელი პროფესიული ეთიკის ნორმებს“,-ნათქვამია გიგა ბოკერიას განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)