|
2018-03-26 10:35:04, 1664 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ისრაელს ეწვია
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვია. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციაში გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელსაც მსხვილი ისრაელური კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრებიან. ისინი წარმოადგენენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა საფინანსო, ინოვაციური ტექნოლოგიები, მობილური კომუნიკაციები, ტრანსპორტი, უძრავი ქონება და სხვ. მრგვალი მაგიდის მსვლელობისას, დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელური ბიზნესის წინაშე გააკეთებს მოხსენება საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესახებ. მინისტრი შეხვედრას გამართავს ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენთან. ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე ქალაქ იეჰუდაში კომპანია "ELBIT"-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება, რომლის დროსაც ასევე მოეწყობა აღნიშნული კომპანიის ახალი პროექტის პრეზენტაცია საქართველოს შესახებ. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს, აგრეთვე შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)