|
2018-03-24 17:35:33, 2491 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მინდა ვუთხრა მათ, ვინც ასეთ ვერაგობებს გეგმავს - ამ ბრძოლაშიც გამარჯვებულები გამოვალთ
საქართველოს პრეზიდენტი, შვილთან ანა მარგველაშვილთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვას დაესწრო, ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის, ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო. „დღეს ჩვენ ვიხილეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე - ეს არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი და ვნახეთ, რომ ამ მკვლელობის შემდეგ, კიდევ უფრო მუხანათური გეგმა განხორციელდა, სურდათ ჩვენთვის თითქოს შეურაცხყოფა მოეყენებინათ ცხედრის არგადმოცემით. დღეს ჩვენ აქ ვნახეთ საქართველოც, რომელმაც ღირსეული პასუხი გასცა ამ ყველაფერს. ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით არა გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საზოგადოება. მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ასეთ ვერაგობებს გეგმავს ჩვენს წინააღმდეგ: - ჩვენ ეს გაგვივლია და გაგვივლია საუკუნეების განმავლობაში და მზად ვართ ასეთი ბრძოლისთვის, რადგან ყოველთვის გამარჯვებულები გამოვდიოდით და ამ ბრძოლაშიც გამარჯვებულები გამოვალთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)