|
2018-03-24 02:08:37, 3200 ნახვა
პოლიტიკა
აშშ სანქციებს უწესებს მათ, ვინც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ამერიკის ბიუჯეტის კანონს, რომელშიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციაა დაგმობილი. ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. კანონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დროულად გამოაქვეყნოს ამგვარი ქვეყნების სია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე. ბიუჯეტის დოკუმენტში შესაბამისი მუხლი დასათაურებულია როგორც "წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიისაგან". გარდა ამისა, ამავე მუხლის თანახმად, აკრძალულია აშშ-ს ფედერალური ფულის, ან სხვა სახსრების გამოყოფა რუსეთის დასახმარებლად. "რუსეთის წინააღმდეგობის ფონდს" კი დამატებით 250 მილიონი აშშ დოლარი გამოეყო. ბიუჯეტის თავში ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გააორმაგოს მის მოკავშირეებთან და რუსეთის მოწინააღმდეგეებთან თანამშრომლობა. ტრამპის მიერ ხელმოწერილი, დეტალური დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)