20:40 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 10:29:27, 431 ნახვა

საზოგადოება
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები კვლავ გაფიცულები არიან

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. ისინი სრული შემადგენლობით გუშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრას მინისტრის მოადგილეებიც ესწრებოდნენ. თუმცა, როგორც გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის არჩევას აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გასაუბრება და კომისიის სხდომა გაიმართა. მათივე მტკიცებით,  კომისიის წევრები ძირითადად შედგებოდნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისაგან.

"შედეგად, მიღებულ იქნა სუბიექტური გადაწყვეტილება და დირექტორად აირჩიეს ზაზა აბაშიძე. კომისიამ არ გაითვალისწინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა რეკომენდაცია",-აცხადებენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებას ითხოვენ: გაუქმდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები; დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, მის სამეცნიერო საბჭოს, დირექტორის არჩევის უფლება; შეიცვალოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი უწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics