11:09 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 19:05:10, 2085 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების გამო როგორიცაა: საფინანსო სექტორი, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ჯანდაცვის სფერო, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტურიზმი, კაპიტალის ბაზრის განვითარება.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა წლის დასაწყისიდან ქვეყანის ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტენდენციებსა და წლის განმავლობაში დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მომავალში განაგრძობს საქართველოში მიმდინარე რეფორმების, კერძო სექტორის მხარდაჭერას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics