|
2018-03-23 16:41:29, 1768 ნახვა
პოლიტიკა
გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა პირველი მოსმენისას ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო
გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტის მხრიდან უარყოფილია. საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით განხილვისას მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა. უარყოფილ კანონპროექტს პარლამენტი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით განიხილავს. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს ორგანული კანონის პროექტს კვოტირების შესახებ. კობახიძის განმარტებით, კვოტირების საფუძველზე სულ მცირე 25%-ით უნდა გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში მომდევნო არჩევნებისათვის, ხოლო იმის შემდგომი არჩევნებისათვის-33 %-მდე, „პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს, იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ვერ შედგა შეთანხმება, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს ორგანული კანონის პროექტს კვოტირების შესახებ. პრინციპი იქნება იგივე- 25% იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში და რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს, უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე 1/3-ის წარმომადგენლობა. უმრავლესობისგან იქნება ინიცირებული ასეთი კანონპროექტი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)