05:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 16:37:24, 2190 ნახვა

კომენტარი
ზაზა პაპუაშვილი: შევუმციროთ ქალებს სამუშაო დრო - თავს მიხედოს, ოჯახს, სამეგობროს

ქალს სჭირდება მოვლა, ქალს სჭირდება გაფრთხილება. თუ ის ადამიანები საჯარო სამსახურში არიან, მოდი, მათ შევუმციროთ სამუშაო დრო. მეტი დრო მივცეთ სახლისთვის, თავს მიხედოს, ოჯახს, სამეგობროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა.

როგორც მან „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნა, ქალებს სამუშაო დრო უნდა შეუმცირდეთ.

„ამის კანონის ხარისხში აყვანა არ გამოიწვევს კარგ შედეგს. დავაპირისპირებთ ხალხს ერთმანეთთან, დაპირისპირებას შეუწყობს ხელს თორემ, იმას ნუ გვამტკიცებინებთ და უხერხულია, რომ ქალები როგორ გვიყვარს და როგორ პატივს ვცემთ. ქალს სჭირდება მოვლა, ქალს სჭირდება გაფრთხილება. თუ ის ადამიანები საჯარო სამსახურში არიან, მოდი, მათ შევუმციროთ სამუშაო დრო. მეტი დრო მივცეთ სახლისთვის, თავს მიხედოს, ოჯახს, სამეგობროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics