|
2018-03-23 14:58:22, 2069 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია „Qatar Airways“ თბილისის მიმართულებით დღეში სამჯერ იფრენს
კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია "Qatar Airways", მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ფრენებს გაზრდილი სიხშირითა და შეცვლილი განრიგით შეასრულებს. კერძოდ, 1 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ავიაკომპანია კვირაში 21 სიხშირით, დღეში სამჯერ შეასრულებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 1 ივლისიდან აღნიშნული ფრენები განხორციელდება უშუალოდ დოჰასა და თბილისს შორის ბაქოში შუალედური დაფრენის გარეშე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Qatar Airways-ს გაზრდილი სიხშირით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2018 წლის 15 მარტს მიენიჭა. "Qatar Airways" საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა. ხუთ ვარსკვლავიანმა ავიაკომპანიამ დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ოპერირება კვირაში 7 სიხშირით დაიწყო. 2016 წელს, "ყატარის ავიახაზებმა" 4 ახალი სიხშირე დაამატა. გასულ 2017 წელს კი, თბილისის მიმართულებით დღეში ორჯერ ოპერირებაზე გადავიდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)