|
2018-03-23 13:53:59, 1532 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის 2018-2019 წლების ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, რაც საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკის გაფართოებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ევროპის ფართო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, პაულა ჰოთერსალმა მოაწერეს. ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერამდე დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წევრებს ლელა ჩიქოვანმა გაფართოებულ შეხვედრაზე უმასპინძლა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიტანულ მხარეს გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო კავშირი მომავალშიც გაგრძელდება. ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში ბრიტანეთის დახმარება და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ექსპერტის ჩართულობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობასა და მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში ერთობლივად მონაწილეობის თემებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა სტუმრებს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი, ჯასტინ მაკენზი სმიტი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ ეთელი და თავდაცვის სამინისტროს ბრიტანელი მრჩეველი, ალექს ლუის პოლი დაესწრნენ.
(NS)
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)