|
2018-03-23 13:13:46, 1459 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ზღვის უბნის (თემქა) მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში, რამდენიმე კორპუსის დამაკავშირებელი შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაცია დღეს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, 1 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიური. ზღვის უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო. „რაიონის მასშტაბით საგზაო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წელს ზღვის უბნის დასახლებაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, უპრეცედენტოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება. მსგავსი ტიპის პროექტები სხვა მისამართებზეც გაგრძელდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. აღნიშნულ მისამართზე კეთილმოწყობილი გზით ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, სკოლა „თამარიონის“ მოსწავლეები, ასევე, N60 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ისარგებლებენ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)