|
2018-03-22 11:54:51, 1358 ნახვა
საზოგადოება
ტოივო კლაარი: დავაკვირდებით, იმას თუ როგორ განვითარდება ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ტოივო კლაარი ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას გამოეხმაურა. როგორც კლაარმა აღნიშნა, ის საქმის გამოძიებას დააკავირდება. "დამამშვიდა ინფორმაციამ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საბოლოოდ ოჯახს დაუბრუნდა. მადლობა ყველას ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ჩვენ დავაკვირდებით, იმას თუ როგორ განვითარდება ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება", - წერს ტოივო კლაარი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 20 მარტს გადმოეცა. ერგნეთში იმყოფება ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწოორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი ამ დრომდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)