|
2018-03-22 11:41:03, 1349 ნახვა
საზოგადოება
თბილისში სტრიტ არტის სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმება
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში სტრიტ არტის სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს. მან მერის მოადგილეს სოფიო ხუნწარიას დედაქალაქში იმ ადგილების განსაზღვრა დაავალა, რომელიც სამომავლოდ უნდა მოიხატოს. „მოგეხსენებათ, ეს არისთანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმა და თვითგამოხატვის საშუალება. ჩვენ ამ მიმართულებით ერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ და საკმაოდ წარმატებული იყო. ვგულისხმობ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვას. მინდა დავავალო სოფიო ხუნწარიას, არქიტექტურის სამსახურთან ერთად მოიძიონ ქალაქში კონკრეტული ადგილები, რაც სამწუხაროდ ბევრი გვაქვს - უსახური შენობები, კედლები, ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელები. გთხოვთ, გამოყოთ ასეთი ადგილები და მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება. ახალგაზრდებს მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თავიანთი ნიჭი მოახმარონ ქალაქს და გთხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოთ ამ სამუშაოების განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)