|
2018-03-21 21:33:46, 1758 ნახვა
საზოგადოება
შენობაში აკუსტიკური ხმაურის გადამეტების შემთხვევებს, 1 ივლისიდან თვითმმართველობის ორგანოები გააკონტროლებენ
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა. კანონპროექტის ინიციატორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი არიან. გასული წლის 30 ივლისს საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რომელსაც დაემატა ახალი 771 და 772 მუხლები და დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრა. მომხსენებლის, პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, 2017 1 სექტემბრიდან კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქციას ასრულებდნენ შსს ორგანოები, 2018 წლის 1 აპრილიდან ეს პასუხისმგებლობა უნდა გადასცემოდათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ვერ მოასწრეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელება, რათა შსს დან გადმოებარებინათ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა დაკისრებული ფუნქციის გადაბარების ვადად 2018 წლის 1 აპრილიდან სამი თვით, 1 ივლისამდე გაზრდას მხარი დაუჭირა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)