|
2018-03-20 18:42:40, 1931 ნახვა
სამართალი
„ქართული მარშის“ წევრები სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
„რუსთავი 2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული „ქართული მარშის“ წევრები სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ სხდომის გადადება მოითხოვა. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფების დაკავების ოქმები და საქმის მასალები არ გადასცემიათ. შესაბამისად, მათი თქმით, მტკიცებულებების გასაცნობად დრო სჭირდებათ. მოსამართლე ნინო ჭალიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო პროცესი 16 აპრილს, 10:00 საათზე ჩაინიშნა. ტელეკომპანიის შენობასთან გუშინ ადმინისტრაციული წესით „ქართული მარშის“ 6 წევრი დააკავეს. 2 მათგანი კლინიკაში იმყოფება, 1 ხელწერილით გათავისუფლდა, 3-თან დაკავშირებით კი, სასამართლომ გადაწყვეტილება სწორედ 16 აპრილს უნდა მიიღოს. შეგახსენებთ, „ქართული მარშის” წევრები გუშინ გიორგი გაბუნიას რეპლიკას აპროტესტებდნენ: "იესო ქრისტე აჭარაში უნდა მოსულიყო და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, იმიტომ რომ ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა". მოგვიანებით განცხადება „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარმიამ გააკეთა: „მინდა არხის სახელით ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს ვისი რელიგიური გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით. ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა არღვევდა მორწმუნეთა გრძნობებს, მით უფრო იმ გარემოებებში, როდესაც ამის ლეგიტიმური ინტერესი არ არსებობს აღნიშნული ქმედებებისგან, ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს“, - აღნიშნა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)