|
2018-03-20 10:42:45, 1605 ნახვა
პოლიტიკა
ლინკევიჩუსი - ნატო მომავალ სამიტზე საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად მზად არ არის
ლიტვა მზადაა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს ინიციატივა განიხილოს, - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ინიციატივის განსახილველად. უკვე გავაკეთეთ განცხადებები ცხინვალის საქმეზე. აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე მომხდარ ფაქტს არ უარყოფენ, მაგრამ ცდილობენ ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭონ და შეცდომად ან გაუგებრობად შეაფასონ. ასე რომ მთავარია თვალი ვადევნოთ. ჩვენ კი ნებისმიერი დისკუსიისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ლინკევიჩუსმა. მან ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა. „თუ პირდაპირ მეკითხებით არის თუ არა მზად ალიანსი რომ საქართველო მიიწვიოს ნატოში გასაწვერიანებლად მომავალ სამიტზე, გულახდილად გიპასუხებთ, რომ ამ ეტაპზე არა. მაგრამ თუ ვიკითხავთ უახლოვდება თუ არა საქართველო ნატოს, პასუხი იქნება -დიახ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმები რეფორმებს თქვენ საკუთარი ქვეყნისთვის ატარებთ და არა სხვებისთვის. დრო ნამდვილად არ უნდა დაიკარგოს. მზად უნდა იყოთ, გაწევრიანების დრო აუცილებლად მოვა. თუ ეს დრო დადგება და თქვენ მზად არ იქნებით, მოგიწევთ საკუთარ თავს დააბრალოთ. ეს კი ნამდვილად არ მინდა მოხდეს“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა „კურიერთან“ ინტერვიუში.
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)