|
2018-03-19 13:33:17, 2092 ნახვა
საზოგადოება
„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები გუდაურში ვითარების შესწავლას განაგრძობენ
დამოუკიდებელმა უცხოელმა ექსპერტებმა გუდაურში „საძელეს" საბაგიროს სადგურის შესწავლა დღეს განაახლეს. სპეციალურად დასკვნის ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის" ექსპერტები საქართველოში მოიწვია. სამინისტროს ცნობით, მათ მიერ ობიექტზე მექანიკურ-ტექნიკური მდგომარეობის გაცნობა და ინციდენტის ადგილის დათვალიერება გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ამჟამად ექსპერტები დოკუმენტაციის შესწავლით არიან დაკავებულნი. შესწავლის პროცესში, დამოუკიდებელი ექსპერტული კომპანიის „ბიურო ვერიტასის" ექსპერტების გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს პროკურატურის გამომძიებლები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და ასევე უშუალოდ საბაგიროს მწარმოებელი კომპანიის „დოპელმაიერის" წარმომადგენლები. გუდაურში იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. კომპანია "ბიურო ვერიტასს" აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის, ასევე გუდაურში მომხდარი მსგავსი შემთხვევების ექსპერტული გამოძიების სპეციალური ქვედანაყოფი.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)